18:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 18:37:43, 639 ნახვა

სამართალი
ზურაბ გურიელიძე: სახელმწიფომ ჩათვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და ეს ჩემი ბრალია

„სახელმწიფოსთან ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია“, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

გურიელიძის თქმით, გუშინ საღამოს არსებული ინფორმაციით, საფრთხე აღარ არსებობდა.

„ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა და ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მინდა მოვუწოდო. ზოოპარკის ადმინისტრაცია ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით და სტიქიის ღამის შემდეგ მიმდინარეობდა დაღუპული და დაკარგული ცხოველების რაოდენობების მონიტორინგი. ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა და ამის შესახებ გუშინაც განვაცხადე. როდესაც ეს ინფორმაცია შევაჯამეთ, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამის მიუხედავად, შსს ახორციელებდა მონიტორინგს, მაგრამ შიგნით შენობებში მონიტორინგი არ ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში. სახელმწიფოსთან ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე არ არსებობდა და რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics