19:19 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-05 14:07:53, 1435 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

"ქართული ოცნების" დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებით, მან შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვას.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი და უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, ის პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ ეთანხმება. 

"საბოლოო გადაწყვეტილებას ჩემს მეგობრებთან ერთად მივიღებ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე, გვაქვს პრინციპული განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდენციებთან რაც სასამართლოსთან მიმართებით ფიქსირდება. მე მჭირდება უფრო მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი, იმისთვის, რომ ხალხთან ბოლომდე გულწრფელად, ღიად ვისაუბრო, რაც ეხება სასამართლო თემას და ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. ის რომ განსხვავებული აზრის საჯაროდ თქმა არის არაგუნდური, ჩემთვის მიუღებელია", -  განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics