|
2019-02-01 13:20:56, 1899 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მომხმარებელს შეეძლება, აირჩიოს, რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა სემინარი პარლამენტის წევრებისთვის, რომლის დროსაც განხილული იყო საკანონმდებლო პაკეტი ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკის შესახებ. სემინარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, EU4Energy Governance პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით ლიკანში ჩატარდა. სემინარის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეს კოპაჩი. სემინარის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც მომზადდა საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა, კანონპროექტი ენერგეტიკის შესახებ, აგრეთვე კანონპროექტები ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობიუსა და განახლებადი ენერგიების შესახებ. მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ანიჭებს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ნათია თურნავას თქმით, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგობაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩარჩო კანონპროექტზე ენერგეტიკის შესახებ, რომლითაც ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის, თუ ვისგან რა ფასად და რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. „ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული და სრულიად დერეგულირებული. ამავდროულად, საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემ და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, იქნება ძალიან მკაცრად რეგულირებული დამოუკიდებელი მარეგულირებლის მიერ, რადგან ისინი იქნება ბუნებრივი მონოპოლიები და მომხმარებელთა უფლებები ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც პარლამენტარები სემინარზე განიხილავენ, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხება. ნათია თურნავას განცხადებით, სწრაფად იზრდება როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება. „ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვაშენოთ ახალი სადგურები, არამედ ვმართოთ ჩვენი მოხმარება, გავხადოთ ის უფრო ყაირათიანი, რაციონალური და ევროპის უმდიდრესი გამოცდილება ამ თვალსაზრისით სასწრაფოდ არის დასანერგი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. სემინარი პარლამენტარებისთვის 2 თებერვალს დასრულება.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)