14:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-20 11:55:40, 1539 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიამ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა. სამივე პოლიციელი 1992 წლის 9 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
გიორგი გახარიამ,  მოადგილესთან - ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელების ახლობლებს გაესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სამინისტროს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 27 წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელები ღირსების ორდენებით სახელმწიფოს მშენებლობაში, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics