14:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 14:24:53, 2201 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელიას კობახიძისგან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება არ მიუღია

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მას პარლამენტის თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან ამ დრომდე არ მიუღია შეტყობინება მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ.

ბესელიამ ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებს და იმედს იტოვებს, რომ ჯგუფში მუშაობის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს მიეცემა.

„ყველამ მიიღო, ვინც იყო აქამდე, როგორ მითხრეს. მათ შორის, როგორც ვიცი, კიდევ ვიღაცები დაემატნენ, მაგრამ არ მიმიღია მე და არც ჩემი აპარატის მოწვეულ სპეციალისტს, ელენე სიჭინავას, რომელიც ასევე თავიდანვე იყო ჩართული ამ სამუშაო ფორმატში. რაღაც დისკრიმინაციულ მიდგომას ჰგავს და მე იმედი მაქვს, რომ შეხვედრის გადაწყვეტამდე, თარიღის გადაწყვეტამდე დრო არის იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ინფორმირება, ჩემიც, მათ შორის“, - ამბობს ეკა ბესელია.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics