14:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-14 14:51:57, 1785 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ბესელიაზე: მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებაზე, გუნდის ვერცერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია

მოსამართლეებზე გადაწყვეტილება, პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერც ერთ წევრს ვერ ექნება მონოპოლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკაძე გამოეხმაურა ეკა ბესელიას, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერება და კრიტერიუმების შემუშავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორედ მისი გადადგომის შედეგად მოხდა.

„სასამართლოსთან დაკავშირებული ორივე გადაწყვეტილება, პირველი, საკითხის საგაზაფხულო სესიაზე განხილვა და, მეორე, პროცედურის და კრიტერიუმების შემუშავება, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ საკითხზე უმრავლესობის შიგნით ვერცერთ რომელიმე წევრს ვერ ექნება მონოპოლია. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ის დისკუსია, რომელიც გუნდსა და საზოგადოებაში იყო, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული იყო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics