15:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:17:39, 1435 ნახვა

სამართალი
გიორგი გახარია: პოლიციელების ხელფასების ზრდა 2019 წელსაც გაგრძელდება

„ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც“, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებისთვის და პირადად მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.

,,ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა, ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების ზრდა 2018 წელს , ასევე მინდა გითხრათ რომ ეს პროცესი გაგრძელდება 2019 წლისთვისაც, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი , რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ.  მე ვფიქრობ რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები ბინათმშენებლობიდან დაწყებული , სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული , განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით ,  რესურსულად შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სრულად მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ქონდეთ თავიანთ მომავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს , რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics