08:23 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 11:22:54, 1283 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების გაცნობის ასევე,  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე, ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების მიმოხილვასა და შესრულების სტატუსზე.  საუბარი შეეხო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს, რომელიც  ძალაში  2019 წლის დეკემბრიდან შევა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნარჩენების მართვის  საერთაშორისო პრაქტიკა, თანამედროვე მიდგომები, საუკეთესო გამოცდილება და საქართველოში არსებული გამოწვევები.

სამუშაო შეხვედრას ცენტრალური და რეგიონული მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics