14:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-15 10:24:10, 1338 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. იგი, ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ  ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

სამართალდამცველების მიერ, ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. ხ.ს.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics