|
2018-12-14 15:30:07, 2142 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე - ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა აუცილებლად მიგვიყვანს თანამედროვე ევროპამდე
„ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა ის მიმართულებაა, რომელიც საქართველოს აუცილებლად მიიყვანს თანამედროვე ევროპამდე, ეს არის გზა მდგრადი განვითარებისკენ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora დაჯილდოებაზე. ეკატერინე მიქაბაძემ სადაზღვევო კომპანიის „ჯიპიაი ჰოლდინგის" წარმომადგენელს გადასცა ჯილდო „კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის ბაზარზე" კომპანიის მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საბოლოო ჯამში, მოგებული დარჩება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია და იქ დასაქმებული ადამიანები, არამედ მთლიანად ქვეყანაც და მისი ბიზნეს გარემო იქნება კიდევ უფრო მიმზიდველი პოტენციური ინვესტორებისთვის, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია". კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora 2018 წელს დაარსდა. მისი ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რომელმაც კონკურსი ჩაატარა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, თბილისის მერიასთან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, შვედეთის საელჩოსთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების კონკურსის Meliora მხარდაჭერი იყო.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)