|
2018-12-10 10:52:24, 5415 ნახვა
კულტურა
„თიბისის“ პროექტისთვის ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 101 115 წინადადება შეგროვდა
პროექტისთვის - „ქართულად" - ქართულიდან ინგლისურად თარგმნილი 100 000-ზე მეტი წინადადება შეგროვდა. თარგმანების ეს რაოდენობა საბაზისო მასალაა იმისთვის, რომ მაიკროსოფტის ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყოს. პროექტს თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა 50 000 წინადადება გადასცა. დანარჩენი 50 000 კი, ვებ გვერდზე kartulad.ge პროექტის მოხალისე მონაწილეებმა თარგმნეს. თიბისი მაიკროსოფტთან, ჯეოლაბთან, საბასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კვლავ აგრძელებეს ქართული ენის კომპიუტერულ პროგრამებში ინტეგრაციაზე მუშაობას. პროექტის მიზანია, სათარჯიმნო რესურსის შექმნა, ამ რესურსის მაიკროსოფტის პროგრამებში ინტეგრაცია და ქართულენოვანი მომხმარებლებისთვის საერთაშორისო რესურსებსა და ინფორმაციასთან მშობლიურ ენაზე წვდომის შესაძლებლობის მიცემა. ვებგვერდზე - kartulad.ge - თითოეულ დარეგისტრირებულს აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მოცემული ქართული წინადადებები ინგლისურ ენაზე თარგმნოს. წინადადებები შერჩეულია საბას ელექტრონული წიგნების ბაზიდან. მას შემდეგ, რაც ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობა შეგროვდება, პროექტი გადავა შემდეგ ეტაპზე, როცა საჭირო იქნება ნათარგმნის რედაქტირება სპეციალისტების მიერ. 100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია Windows-ის ოპერაციულ სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის. მონაწილეები, რომლებიც გამორჩეული იქნებიან თავიანთი შედეგებით, მიიღებენ პრიზებს თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით. „ქართულად" ღიაა ქართული ენის მხარდამჭერის ყველა მსურველისთვის!
(R)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)