20:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 16:21:32, 1490 ნახვა

პოლიტიკა
ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე  თავდასხმის საქმე. 

როგორც ქარტიის განცხადებაშიც წერია, კაკაბაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

"არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება აღარ მისცეს და ჟურნალისტი და ოპერატორი ოფისიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, დაზიანებულია აპარატურა. _ წერია განცხადებაში .

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ეს საქმე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

"ყოველი ასეთი შემთხვევის უყურადღებოდ დატოვება და დამნაშავე პირების დაუსჯელობა ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების წინააღმდეგ და აუარესებს სამუშაო გარემოს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც საჯარო უწყებები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ უზრუნველყონ გამჭირვალობა და ითანამშრომლონ მედიასთან. ამასთან, მათ ხელი უნდა შეუწყონ მედიის წარმომადგენელთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტი პროფესიული ეთიკის წესებს ან/და კანონით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, ამისთვის არსებობს ცივილური ფორმები. დაუშვებელია ძალადობა და თავდასხმა. " - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics