19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 11:14:15, 1182 ნახვა

პოლიტიკა
იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

იუნესკო-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკო-ს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ, აღნიშნული საკითხი, გადაიგზავნა იუნესკო-ში, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

UNESCO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჭიდაობა არის უძველესი საბრძოლო ხელოვნება, რომლითაც საქართველოს არაერთ რეგიონში, სოფელსა თუ თემში მცხოვრები მამაკაცი იყო დაკავებული. ჭიდაობის ტრადიციას ინარჩუნებდნენ და ავრცელებდნენ ახალგაზრდები, ქალაქის მცხოვრებლები, სპორტული კლუბები, სასწავლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაცია.

UNECSO-ში აღნიშნავენ, რომ ქართულ ჭიდაობას 200-ზე მეტი რთული ილეთი და კომბინაცია აქვს, რაც მებრძოლთა შემოქმედებით უნარზეც მიუთითებს. ჭიდაობა ხელს უწყობს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და კულტურებს შორის დიალოგს ახალისებს. ჭიდაობის წრეები დღეს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ დასახლებაში არის გახსნილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics