17:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 15:08:42, 962 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: უარი უნდა ეთქვას მოძალადე რეჟიმს, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წელი

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნისნა, მან ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეს მისცა. 

„მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და სიმშვიდეს, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას. ეს არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხალხის და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ამ დროს, ასეთ ვითარებაში საჭიროა სიბრძნე, რომელიც არის ჩვენს ხალხში. მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის. მე არ მინდა საუბარი იმ დესტრუქციული ძალის მცდელობებზე, რომელიც არაერთგზის გამოვცადეთ მრავალი წლის განმავლობაში, ეს მცდელობები შეიძლება იყოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას და ყველაფერი ჩაივლის მშვიდ ვითარებაში. მე დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება. ის შედეგები, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, მოულოდნელი იყო, მიზეზებზე საუბარი დღეს არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. შეიძლება პროვოკაციები იყოს ხშირი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics