|
2018-11-27 15:56:18, 5509 ნახვა
Lifestyle
ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სასამართლოში მისი ძმა ჩვენებას მისცემს
ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა ჯეიმს ჰეივენი დის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას მისცემს. თუ ეს ნამდვილად მოხდება, ჰეივენი ბრედ პიტის მხარეს აღმოჩნდება. უცხოური ტაბლოიდების მტკიცებით, და-ძმას შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში ჯოლისა და პიტს შორის არსებული სასამართლო დავა ქონების 50/50-ზე დაყოფით დასრულდება. კითხვის ნიშნის ქვეშ 6 საერთო ბავშვის ბედი რჩება, რადგან მშობლებმა ვინ ვისთან ერთად დარჩება, დღემდე ვერ გადაწყვიტეს. ჯეიმს ჰეივენის ჩვენებებმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმოქმედონ, რადგანაც ის სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს დას გვერდში ედგა და ეხმარებოდა, მაგრამ როგორც ტაბლოიდები წერენ, "ჯოლი ძმას მხოლოდ პრაგმატული მიზნებისთვის იყენებდა". ცნობილია აგრეთვე, რომ ანჯელინას ძმასთან კონფლიქტი იმის გამო გაუჩნდა, რომ ჯეიმსმა საკუთარ კარიერაზე "ხელი ჩაიქნია", რაც დას ძალიან არ მოსწონს. ჟურნალისტების ვარაუდით ჯეიმსს სასამართლოში ბევრი ისეთი, აქამდე უცნობი ფაქტის მოყოლა შეუძლია, რამაც საბოლოო ვერდიქტზე დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)