|
2018-11-21 13:21:27, 2029 ნახვა
ეკონომიკა
2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. წელს პროექტის პარტნიორია თიბისი. ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გასული წლის კონკურსის ფინალისტების ინოვაციური პროექტების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნათია ზედგინიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა მიქავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ბატონი დავით ლორთქიფანიძე და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ ქურდიანი. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთედ ხორციელდება. ჯამში, კონკურსში მონაწილება აქვს მიღებული 300-მდე გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს საქართველოდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი" (ახალციხე) და „სოლარი" (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 და 2018 წელს, გუნდებმა „Smart Kids" (სენაკი) და „ანალემა" (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების ინტერესის და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის მიმართ. კონკურსი ხელს უწყობს ქვეყანაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)