13:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-15 14:52:40, 1922 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი ივანიშვილისა და კობახიძის ფოტოებით დაბეჭდილ მის სარეკლამო ბილბორდებზე კომენტარს არ აკეთებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის საარჩევნო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოების გამოჩენაზე კომენტარს არ აკეთებს. 

ზურაბიშვილმა, რომელიც დამწვრობის ეროვნულ ცენტრში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა, აღნიშნა, რომ ხსენებულ ფაქტზე კომენტარის გაკეთების დრო და ადგილი არაა. 

„ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული. 

აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. პრემიერი ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილის გამოსახვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. 

„ქართული ოცნება“,  მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics