18:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-12 14:14:23, 1121 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი გივი სიმონის ძე კირკიტაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” სასწავლო კურსზე იყო მივლინებული.  მათივე ცნობით, 2015 წლის 10 ივნისს გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics