|
2018-10-31 18:48:42, 1564 ნახვა
ეკონომიკა
Doing Business-ის 2019 წლის რეიტინგში, საქართველო 190 ქვეყანას შორის, მე-6 ადგილზეა
ბიზნესის კეთების სიმარტივის 2019 წლის რეიტინგში, საქართველო კვლავ დაწინაურდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეიტინგში, რომელიც 190 ქვეყანას მოიცავს, საქართველომ მე-9 ადგილიდან მე-6-ზე გადაინაცვლა. „ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის. იმედი გვაქვს, საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში. ბიზნესის კეთების ანგარიში აქცენტს აკეთებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებში მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებობს. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ქვეყნები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიშზე მომუშავე გუნდი ახდენს ქვეყნების ანალიზს ბიზნესის კეთების კუთხით, როგორ იწყება და რეგისტრირდება ბიზნესი, რამდენად მარტივია ქონების რეგისტრაცია, სესხის აღება, რამდენად დაცულია მინორიტარული აქციონერების უფლებები , რამდენად მარტივია გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და გაკოტრების პროცედურები. საქართველო ამ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია“, - აღნიშნა ტემბონმა. მისივე თქმით, წელს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები საქართველოს პოზიციას კიდევ უფრო დააწინაურებს. „საქართველოში უფრო მარტივი იქნება ბიზნესის დაწყება, რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები, საგადასახადო რეგისტრაციის, ლიცენზირების პროცედურები. ასევე გამარტივდა გადასახადების გადახდა, რამდენადაც საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, შემცირდა დეკლარაციების რაოდენობა დაა დეკლარირების ვადები. ამასთან ერთად, ელექტრონული გადახდები, სასამართლო სისტემაში საქმეების ავტომატური განაწილება, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი მივანიჭოთ; ვიფიქროთ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივია, ვიდრე წინა წლებში იყო. მეწარმეს არ სჭირდება სხვადასხვა ორგანოში სიარული სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და ბიზნესსუბიექტებს მარტივი პროცედურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ წარმატებული რეფორმების შედეგები და მოვუწოდო, ასე განაგრძოს მუშაობა და კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები მიიღოს მომდევნო წლებში“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)