|
2018-10-30 20:42:51, 1548 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - თურქეთის ბიზნესის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტს ნაილ ოლფაქს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თურქული ინვესტიციები განხორციელებულია ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორი, ტრანსპორტი და სხვ. ამავე დროს, როგორც შეხვედრაზე ხაზი გაესვა, ქართული მხარე მზადყოფნას გამოხატავს გააღრმაოს საქართველო - თურქეთის პარტნიორული ურთიერთობები და სთავაზობს მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში. ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი DEIK-ის წევრ კომპანიებს შეხვდა, რომელთაც ან აქვთ ბიზნესი საქართველოში, ან გეგმავენ ინვესტიციის განხორციელებას. „თურქეთის საქმიანი წრეების მხრიდან ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი ძალიან დიდია. ამავე დროს, მათ დასვეს საკმაოდ მწვავე შეკითხვები, რომლებიც მათ აინტერესებთ საქართველოში ბიზნესის წარმოების კუთხით. ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად შევისწავლით და ამის გარანტია მივეცით. თურქი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ. მიგვაჩნია, რომ ამით გვექნება კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, თურქული ინვესტიციების ხარჯზე საექსპორტო სექტორებიც გავზარდოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
(NS)
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)