|
2015-06-12 10:07:38, 4333 ნახვა
Lifestyle
პრემიერ-მინისტრი: ჩვენი პრიორიტეტი ადამიანია, მომავალი თაობის წინაშე ყველაზე დიდ ვალდებულებას ვგრძნობთ
სოლიდარობის ფონდი ერთი წლისაა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს. პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი არის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მომავალი თაობა, რომლის წინაშეც ყველაზე დიდ ვალდებულებას გრძნობენ. "ერთი წელი შესრულდა, რაც სოლიდარობის ფონდი საქართველოში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ ინიციატივამ გაამართლა და ამ კეთილ წამოწყებას, რომელიც სწორედ ხელმოკლე ოჯახების მძიმედ დაავადებული შვილების დასახმარებლად შეიქმნა, ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩვენი მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტი არის ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, მომავალი თაობა, რომლის წინაშეც ყველაზე დიდ ვალდებულებას ვგრძნობთ. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი პირადად, როგორც რიგით მოქალაქეს, ჩემი წვლილი შემეტანა ამ კეთილ საქმეში და ამ სახით დავხმარებოდი მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მორალური და ფინანსური მხარდაჭერა. თავიდან სოლიდარობის ფონდში, ნებაყოფლობითი დონაციების მობილიზება საჯარო სექტორიდან დაიწყო. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს კარგი მაგალითი იქნებოდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და საერთოდ საზოგადოებისთვის, ასეც მოხდა. ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ სოლიდარობის ფონდმა რეალური პრეცედენტი შექმნა, როგორ შეიძლება საერთო ძალით, ნაწილობრივ მაინც გადაჭრა საზოგადოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა - ფინანსური ბარიერი მოუხსნა სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობისთვის მათ ოჯახებს. ერთი წლის შემდეგ ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ამოქმედდა სოლიდარობის ფონდი, არამდე 3 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზებით 112 მძიმე სენით დაავადებული ბავშვის, 22 წლამდე ახალგაზრდისა და მათი ოჯახების დახმარება გახდა შესაძლებელი. ჩვენ ერთად მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ! ფონდის საქმიანობაში ჩართულია საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომლი, 19 კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია; ეს ის შედეგებია, რომლის მიღწევაც სოლიდარობის ფონდმა საზოგადოების, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის გვერდზე დგომით დაფუძნებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ შეძლო. მადლობას მოვახსენებ სოლიდარობის ფონდის თითოეულ წევრს ამ დიდ საქმეში თანადგომისთვის. იმედი მაქვს, საზოგადოება კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ქველმოქმედებაში და შესაძლებელი გახდება ფონდის პროგრამების გაფართოება როგორც 22 წლის ასაკზე უფროსი ონკოლოგიური პაციენტებისათვის, ისე შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვებისათვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიმედოვნებ, რომ ერთიანი ძალით ჩვენ შევძლებთ შევუმსუბუქოთ და შევუნარჩუნოთ სიცოცხლე ჩვენს ძვირფას პატარებს. სიკეთე გადამდებია!",-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)