03:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-28 11:54:07, 918 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ვნახეთ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიემ, საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კობახიძის განცხადებით, დღვანდელი დღე საქართველოსთვის ისტორიული არჩევანია.

"ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ რა თქმა უნდა არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი", - განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ჟურნალისტებთან მეორე ტურის ალბათობაზეც ისაუბრა. 

"ჩვენ ვსაუბრობდით შედეგებზე, წინასწარ შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ასევე არის ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა ამომრჩვლის აქტიურობაზე, ესეთია დღევანდელი სურათი," - აღნიშნა, კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე, ამ დროისთვის ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდიც სისტემურად აკვირდება დღევანდელ არჩევნებს.

"ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საარჩევნო პროცესს და რაიმე არსებითი დარღვევები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, რომ ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება ეს საარჩევნო პროცესი" - ამობს, ირაკლი კობახიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics