|
2015-06-11 12:38:08, 369 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფელ სალიბაურში სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დღეს დილით ექვსი მოსწავლე შეუძლოდ გახდა. „2015 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათზე, სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ადგილზე მისულ ექიმებს სკოლის 6 მოსწავლე შეუძლოდ დახვდა. ისინი მუცლის ჭვალის დიაგნოზით გადაყვანილ იქნენ ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. კლინიკაში იმყოფება აჭარის აჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, ხოლო ამ წუთებში სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ვითრების ადგილზე გაცნობის მიზნით იმყოფებიან აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინიტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ინფექციონისტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის სხვა ბავშვებს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)