|
2018-10-23 15:46:41, 1831 ნახვა
ეკონომიკა
ტელეკომპანია „კავკასიას“ ყადაღა მოეხსნა
შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია "კავკასიის" ქონებას ყადაღა, მოხსნა. შესაბამისი ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. ჯანგირაშვილის თქმით, კომპანიის დავალებიანის ახალი საგადასახადო გრაფიკიც უკვე შეთანხმებულია. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა დღეს დაადო. როგორც ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დავალიანება 8 500 ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა დავალიანების გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო დაედო. როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, გრაფიკის დარღვევის გამო, ყადაღის გავრცელება სისტემურად ხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიაზე ინკასო არ გავრცელებულა და მის საქმიანობას ხელი არ ეშლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)