|
2015-06-10 16:24:41, 353 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის საცხოვრებელი სახლების კომისიამ ოჯახების ანკეტირება დაასრულა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის პროცესი დაასრულა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის კომისია, რომელიც ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულიდან შემოსულ განცხადებებს ორი კვირის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდა. სამუშაო ჯგუფის მხრიდან მოხდა ბენეფიციარების მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და ოჯახების ანკეტირება. უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის წევრის მაია ღურწკაიას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ 200–მდე ოჯახი შემოწმდა. „კვალიფიკაციის მიხედვით მოხდა ამ ბენეფიციარების გადანაწილება. მოწოდებული ინფორამციიდან გამორიცხვის მეთოდით უარი ეთქვათ სიაში შეყვანილ იმ ბენეფიციარებს რომლებსაც საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი აღმოაჩნდათ, რომელიც საცხოვრებლად საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა“, – განაცხადა მაია ღურწკაიამ და აქვე დასძინა, რომ უახლოს დღეებში კომისია სრული შემადგენლობით შეიკრიბება და განიხილავს ანკეტებს, ასევე გაეცნობა ადგილზე გადაღებულ ფოტომასალას და ოჯახის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელებს. 2015 წელს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი იქნება ის 20 ბენეფიციარი, რომელთაც უკიდურესად მძიმე ყოფითი პირობები გააჩნიათ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)