13:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:40:14, 1575 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანი: ვიტყვი, რომ ჩანაწერები მაქვს გახმაურებულ თემებზე - მერე იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს

პროკურატურამ ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, განაწყენებული მირზა სუბელიანი აპირებს იმის თქმას, რომ თითქოს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერები გააჩნია.

მირზა სუბელიანი: ვიტყვი, რომ ვანოზე მაქვს ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ  ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რომ ქულა დაიწერა.. თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ. კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს...

ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ახლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცას...

მირზა სუბელიანი:  უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს? ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხო არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს...

ვიქტორ ჯაფარიძე: ე ბიჭო ეგრე არ გამოვა რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება...

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics