|
2018-10-14 13:38:53, 5752 ნახვა
სპორტი
ტყუილია, განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას
თეოლოგების ნაწილის პროგნოზი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ზეწოლის შედეგად გადადგება, ტყუილია. „ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს პატრიარქს აქვს უდიდესი დამსახურება, არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ამ პიროვნებას აქვს უდიდესი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დაუშვებელია ასეთი ყოველგვარ საეკლესიო კანონმდებლობას, ყოველგვარ კანონიკურ ნორმებს მოკლებული განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას. ეს არის წარმოუდგენელი. ამაზე კითხვასაც როცა სვამთ, კითხვის დასმაც კი არ შეიძლება,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ. როგორც თეოლოგმა GMTV-ის განუცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქის მოსაყდრეც ფლობს. საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ტიგაშვილი განმარტავს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და გადაწყვეტილებაც, სწორედ ამას უკავშირდება. ამასთან, თეოლოგი საპატრიარქოს თანამშრომლებს და სამღვდელო დასს მოუწოდებს, პატრიარქზე ზეწოლა არ დაუშვან.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)