|
2018-10-12 17:06:09, 1970 ნახვა
ეკონომიკა
კაკაურიძე: 2019 წლის ბიუჯეტი დასაქმებულთა ანაზღაურებაში ცვლილებას არ ითვალისწინებს
„2019 წლის ბიუჯეტის პროექტი როგორც შტატგარეშე, ისე შტატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრთა საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან ისინი სხვადასხვა უწყებაში შტატგარეშე თანამშრომლებად ნაწილდებიან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ივლისში ამოქმედებულმა „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონმა, მკვეთრად განისაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო შტატიანი და ვინ შტატგარეშე თანამშრომელი. შესაბამისად, 2017-2018 წლების ბიუჯეტებში სრულად აისახა ის ცვლილებები, რასაც მოითხოვდა აღნიშნული კანონი. „რაიმე დიდი ცვლილება ჯამურ მოცულობებში ნამდვილად არ არის. მით უფრო, არაა საუბარი ათი ათასობით ადამიანზე. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ „საქონლისა და მომსახურების" მუხლის დინამიკას - 2017 წელს დაიხარჯა მილიარდ 248 მლნ ლარი, 2018 წლის გეგმა არის მილიარდ 201 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია მილიარდ 193 მლნ ლარი. თუ „შრომის ანაზღაურების მუხლიდან" ეს თანხები „საქონლისა და მომსახურების" მუხლში გადავიტანეთ, მისი მოცულობა ლოგიკურად უნდა გაზრდილიყო, თუმცა თუ შეხედავთ რიცხვებს, დაახლოებით, 100 მლნ ლარამდე არის შემცირებული შრომის ანაზღაურებაზე მიმართული სახსრები. თქვენთან ყოველთვიურად იგზავნება ხაზინის ანგარიში, სადაც დეტალურად, თვეების მიხედვით ჩანს თუ რომელ მუხლში, რა თანხაა დახარჯული, მათ შორის, „საქონელისა და მომსახურების" ნაწილში. შესაბამისად, ნახავთ, რამდენად შეიცვალა 2017 წლის პირველი ივლისის შემდეგ როგორც შრომის ანაზღაურების, ისე შტატგარეშეთა ანაზღაურების ნაწილში თანხების გაცემა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აქ რადიკალური, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა, ვინაიდან ნაწილი შტატგარეშე პოზიციიდან გადავიდა შტატში, ხოლო ნაწილი შტატიდან გადავიდა შტატგარეშე პოზიციაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია უკვე განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგები. „განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, 2017-2018 წლებში 1000-მდე საშტატო ერთეული ვაკანტური დარჩა, ამავე დროს, მნიშვნელოვნად შეიზღუდა დანამატები და პრემიები, ასევე, მოხდა გარკვეული თანამდებობების გაუქმება. იმისათვის, რომ ამ თანამდებობებზე ახალი კადრების დანიშვნა არ მომხდარიყო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე აისახა განხორციელებული ოპტიმიზაცის შეეგები და აღნიშნული საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)