|
2015-06-09 18:09:52, 531 ნახვა
საზოგადოება
რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოჭრის ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო
რაჭაში, ცხრაჯვარებთან ხეების გაჩეხვის ფაქტი დაფიქსირდა. მოგზაურთა და მთამსვლელთა კლუბმა „თეთნულდი“-მ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რაჭაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა კლუბის წარმომადგენლებს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფაქტის ადგილზე შესწავლისას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღრიცხული იქნა უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-ტყე, რომელთაგან მხოლოდ 5 ცალი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე არის ადგილზე, დანარჩენი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე წაღებულია ჭრის ადგილიდან. ამ ეტაპზე დაუდგენელია ხის მჭრელის ვინაობა და მოჭრილი ხე-ტყის ადგილმდებარეობა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და შესწავლა. გამოანგარიშებული იქნება ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რის შედეგადაც გატარებული იქნება შესაბამისი რეაგირება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)