21:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-03 14:26:31, 2635 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე შს მინისტრის და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას და მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს. 

„იმ პირობებში, როდესაც არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე, აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, ნამდვილად, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს იბარებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, მინისტრთან და მთავარ პროკურორთან კითხვები "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს. შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს "ევროპული საქართველოც" ელოდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics