|
2018-09-15 13:45:17, 1333 ნახვა
საზოგადოება
2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება
2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების პრინციპი შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ანაზრაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. სამუშაო შეხვედრაზე DRG სისტემის უპირატესობებსა და მოსალოდნელი შედეგებზე ინფორმაცია, საპილოტედ შერჩეული კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვენელმა პირებმა და ჯანმოს ექსპერტებმა მიაწოდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს კონსულტაციას უწევს DRG სისტემის დანერგვის პროცესში. აღნიშნული სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. როგორც ჯანმოს ექსპერტებმა აღნიშნეს, დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი უფრო ხარჯეფექტური, გამჭვირვალე და ფინანსური თანასწორობის ხელშემწყობი იქნება. DRG სისტემა ხელსშეუწყობს პაციენტებისთვის მომსახურების უფრო ეფექტიანად მიწოდებასა და რესურსების უკეთეს განაწილებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)