18:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-15 11:18:37, 1330 ნახვა

საზოგადოება
უზნაძის N4-ში ახალი სკვერი გაიხსნა

ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა N4-ში ახალი სკვერი გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, 400 მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელის წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და საპარკე სკამები. სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე მოეწყო.

სკვერი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოში რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ  გახსნეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც თბილისში მსგავსი გარემო იქმნება. უზნაძის N4-ში, სადაც 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, ახალი პროექტით, სკვერის მშენებლობა განვახორციელეთ. ყოვლად გამოუყენებელ, თითქმის ნაგავსაყრელად ქცეულ ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გახსნას ვზეიმობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

ახალგახსნილ სკვერში ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ადგილობრივებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია Our Group-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 67958 ლარს შეადგენს.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics