|
2015-06-06 15:20:28, 455 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეებისთვის პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ დასრულდა. პროექტი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან“ ერთად 1-ელი ივნისიდან 5 ივნისამდე მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში თბილისის საჯარო სკოლებიდან შერჩეულ 15 მოსწავლეს ბიუროს ექსპერტებმა ჩაუტარეს სემინარები სპეციალობების მიხედვით. სემინარები შეეხებოდა ისეთ თემატიკას როგორიცაა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული ექსპერტიზა, ქიმიურ - ნარკოლოგიური ექსპერტიზა, დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა, დაქტილოსკოპია. ლექციების შემდეგ პროექტის მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ადგილზე მოინახულეს ის ლაბორატორიები და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელთა დახმარებითაც ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ აეღოთ ნიმუშებიც. მონაწილეები ასევე შეხვდნენ სტაჟიორ-ექსპერტებს,რომლებმაც გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები, ისაუბრეს ექსპერტის პროფესიაზე და პერსპექტივებზე ამ სფეროში. „ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს. მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დანაშაულის პრევენციის ცენტრში პროექტი „სემინარები ექსპერტიზის შესახებ“ მოსწავლეების თხოვნით უკვე მეორედ განხორციელდა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)