06:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-13 17:35:23, 1462 ნახვა

ეკონომიკა
მარკ ონილი - აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი

„აღტაცებულები ვართ საქართველოს ახალი მთავრობის ამბიციური გეგმებით, შექმნან საზღვაო ჰაბი ბათუმში“, -ამის შესახებ კომპანია „კოლუმბია შიფმენეჯმენტის" პრეზიდენტმა მარკ ონილმა, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე განაცხადა.

როგორც მან ფორმუზე აღნიშნა, მან სურთ საქართველოსთან უფრო მყარი ურთიერთობის გამყარება.

 „ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებს, რომ დავეხმაროთ თქვენს მთავრობას იმაში, რაც შეგვიძლია, რათა მან განახორციელოს ეს ამბიციური მიზნები. ბათუმში ყოფნით და ამ ფორუმის მიმდინარეობით ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს აბსოლუტურად მიღწევადია, 1999 წლიდან მოყოლებული ჩვენი ურთიერთობები მყარდება. 112 უფროსი რანგის ოფიცერი და 700 მეზღვაურია ჩვენთან დასაქმებული. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო გვინდა ამ ურთიერთობის გამყარება და გაფართოება“,  –აღნიშნა  მარკ ონილმა.

ინფორმაციისთვის: საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს  იმართება. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მისი მთავარი მიზანია, მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სექტორში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვა, ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება და მათი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა. GIMF 2018-ში 53 სახელმწიფოს 400-მდე დელეგატი მონაწილეობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics