|
2015-06-06 11:14:36, 449 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ქვედანაყოფებს შორის მინი-ფეხბურთის საგაზაფხულო ტურნირი ტარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით, 2015 წლის 20 მაისიდან სტარტი აიღო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გუნდებს შორის საგაზაფხულო ტურნირმა მინი-ფეხბურთში. შსს-ს ინფორმაციით, ტურნირი მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ფეხბურთის, როგორც სპორტის სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას, ასევე სამინისტროს თანამშრომლებს შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას. ტურნირი წრიული სისტემით ტარდება და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 ქვედანაყოფი იღებს მონაწილეობას. ტურნირის მსაჯობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი „ფიფა“-ს ფუტზალის არბიტრები ახორციელებენ. ფინალური თამაში 29 ივნისს გაიმართება. გამარჯვებულ გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრებს – შსს მედლები და სიგელები გადაეცემათ. გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მეკარე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)