16:47 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 18:23:03, 1029 ნახვა

საზოგადოება
კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, ღამის 00:00 საათიდან 30 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ლეხ კაჩინსკის ქუჩის ქეთევან დედოფლის გამზირისა და აწყურის ქუჩის მონაკვეთზე.

შესაბამისად, მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

„N37 ავტობუსი აეროპორტიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან კვლავ კახეთის გზატკეცილისკენ მობრუნდება და აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს მეტროსადგურ „ისანთან“ დაუკავშირდება.

ბუშის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისას, მიკროავტობუსები N27, N167 და N183 კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევენ და კასპის ქუჩიდან მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ.

ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრაობისას, N27 და N183 მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩით მობრუნდებიან, გაივლიან კასპის, შემდგომ კი - აწყურისა და ნორიოს ქუჩებს და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე აუხვევენ“, - აცხადებენ მერიაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics