15:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 13:17:08, 1009 ნახვა

საზოგადოება
კაშია მოუწოდებს გულშემატკივარს დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ნაკრებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია გულშემატკივარს მოუწოდებს, აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

„ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება“, - განაცხადა კაშიამ.

„ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა.

შსს-ს ინფორმაციით, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics