20:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:17:29, 383 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი მარგარეტე II-ს დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დანიის დედოფალს მარგრეტე II დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„თქვენო უდიდებულესობავ,

ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა დანიის სამეფოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით.

ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დანიასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. იზიარებენ რა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებას თავისუფლების, მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ, მტკიცედ მწამს რომ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთესო სურვილები, თქვენს კეთილშობილურ მიზნებში წარმატებისათვის, ასევე დანიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, - ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics