14:19 - 16 Jul, 2026
|
2018-09-05 15:27:51, 977 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი: გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შიდა აუდიტი სწავლობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი გრიფირების პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ეხმაურება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხს შიდა აუდიტი ზედმიწევნით სწავლობს და დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „ყველა მხარესთან თანამშრომლობის საფუძველზე, გრიფირების პროცესს სწავლობს შიდა აუდიტი. რადგანაც ინფორმაციები ჯერ კიდევ შემოდის, ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის უნდა იყოს დასკვნა. ეს იქნება გამჭვირვალე და შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ზომები იქნება შესაბამისი, უმკაცრესი, რადგანაც საქმე ეხება ბავშვების სახელმძღვანელოებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია, მომავალში პროცესი წარიმართოს სწორად, სწორი მენეჯმენტით, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხზე კითხვები აღარ გაჩნდეს.
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)