03:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:03:01, 1439 ნახვა

ეკონომიკა
ტოკიოსა და ჰოკაიდოში ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ჰოკაიდოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ორგანიზებით გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციებს „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის საუკეთესო სომელიეთა მე-3 კონკურსის გამარჯვებული მაკოტო აბე უძღვებოდნენ.

იაპონიაში გამართულ დეგუსტაციებზე პროფესიონალ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინოები: „რქაწითელი სუპერიორი 2015" (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2014" (ორგო), „მწვანე 2015" (შუმის ხაზი „იბერიული"), „მწვანე 2016" (მეღვინეობა ვაზიანის ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი"), „საფერავი 2016" (გიუაანი), „მუკუზანი 2014" (შუმის ხაზი „იბერიული"),  „საფერავი 2015" (შალაურის მარანი).

ქართული ღვინის დეგუსტაციებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული  სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ჯამში 130-მდე ადამიანი დაესწრო. 

ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინისა და აზიური კერძების შეხამების ვახშამი, სადაც წარმოდგენილი იყო ღვინოები: „რქაწითელი" (ხოხბის ცრემლები), „ჩინური 2016" (ლაგვინარი), „მწვანე ქვევრის 2016" (ქვევრის ღვინის მარანი), „ქისი 2017" (შუმის ხაზი „იბერიული"), „ოცხანური საფერე 2015" (ლაგვინარი) და  „საფერავი 2016" (ორგო).

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 79%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics