13:36 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-02 11:45:23, 2100 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი

სენატორ ჯონ მაკკეინის მემორიალური ცერემონია, დღეს ვაშინგტონში, ეროვნულ კათედრალში გაიმართა. საქართველოდან ღონისძიებას ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძეც დაესწრო. 

"დღეს საქართველომ დაკარგა პოლიტიკურად ძალიან დიდი მეგობარი. ჩვენ დავკარგეთ კონგრესში და სენატში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და არ არსებობდა არც ერთი წელი, როდესაც საუბარი არ იყო თავდაცვის დახმარებაზე, როდესაც საუბარი არ იყო საქართველოს უსაფრთხოებაზე. არ ყოფილა არც ერთი წელი, რომ კონგრესს ისე მიეღო თავდაცვის აქტები, რომ ჯონ მაკკეინს არ მოეთხოვა ცვლილებების შეტანა და საქართველოსთვის დახმარების გაზრდა. ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური, ადამიანური, მორალურიც. ჩვენ ვალდებულნი ვართ, სამწუხაროდ მცირე დელეგაციით, აქ ვიყოთ და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მადლიერება სენატორ მაკკეინის მიმართ," - დავით ბაქრაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics