13:38 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 16:47:47, 1875 ნახვა

პოლიტიკა
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ კოალიციად ყალიბდება

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთიან პოლიტიკურ კოალიციად მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე სამოქალაქო მოძრაობა ძალა ერთობაშია ყალიბდება ერთიან საარჩევნო კოალიციად. საქართველოს პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე მოძრაობის ყველა სუბიექტს, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ ექნება შესაძლებლობა, გახდეს მოძრაობის ბაზაზე შექმნილი საარჩევნო ბლოკის წევრი. ამავე არჩევნებზე პარლამენტის არჩევნების კანდიდატთა პროპორციული სიის პირველი მეორე და მესამე ათეული დაკომპლექტდება პლატფორმის წევრი პოლიტიკური გაერთიანებები თითო წარმომადგენლით", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.  

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის 2020 წელს ჩატარდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics