13:10 - 16 Jul, 2026
|
2018-09-01 14:13:31, 1730 ნახვა
საზოგადოება
ფაშისტური მოძრაობის Facebook-გვერდი, მისი ლიდერის, გიორგი ჭელიძის დაკავების შემდეგ წაიშალა
ფაშისტური მოძრაობის,"საქართველოს ეროვნული ერთობის" Facebook-გვერდი, მისი ლიდერის გიორგი ჭელიძის დაკავების შემდეგ წაშლილია. სოციალურ ქსელში მხოლოდ გიორგი ჭელიძის გვერდი და მოძრაობის დახურული ჯგუფები იძებნება. გარდა ამისა, არ იძებნება ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ისვრიან მოძრაობის წევრები კალაშნიკოვის ავტომატით. ცნობისთვის, რომ 31 აგვისტოს გავრცელელებული ვიდეოს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. პირველ სექტემბერს სამართალდამცველებმა ფაშისტური მოძრაობის ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავეს. მას 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)