|
2018-08-29 16:21:44, 695 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. ფეტვიაშვილის საქმეზე ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს, ხოლო ფეტიაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადწყვეტილება ცეესკომ კოლეგიალურად მიიღო. „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, როგორ გითხარით, კრწანისის საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში თუკი ფაქტის შესწავლის შემდეგ დადგინდება, რომ არსებობდა დარღვევა, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში გადაეგზავნება ეს ინფორმაცია შესაბამისს უწყებებს. საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს შეეძლო ეს განცხადება წარმოედგინა ცეესკოს თავჯდომარისათვის, რომელმაც ეს განცხადება გამოიტანა კომისიის სხდომაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღია ცეესკომ თავჯდომარეს და გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღო ცეესკომ კოლეგიალურად“, - განახცადა ანა მიქელაძემ. შეგახსენებთ, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ფეტვიაშვილმა გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 27 აგვისტოს მიმართა. ამ დღეს გაერთიანებამ „ძალა ერთობაშიამ" ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)