|
2018-08-17 17:33:57, 7065 ნახვა
Lifestyle
ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი
ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია, - ამის შესახებ ინფორმაცია Forbes-მა 16 აგვისტოს, საკუთარ საიტზე განათავსა. 12 თვეში 33 წლის იოჰანსონმა 40,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი შემოსავალი კინოფილმ "შურის მაძიებლების", გადაღების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რომელიც 2019 წელს გამოვა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ათეულში მეორე ადგილს ანჯელინა ჯოლი იკავებს, რომელსაც "მალეფისენტის" მეორე ნაწილში გადაღებაში 28 მილიონი დოლარი გადაუხადეს, კინოფილმის პრემიერა 2020 წელს გაიმართება. ტოპ სამეულს ჯენიფერ ენისტონმა 19,5 მილიონით "დახურა". ათეულში აგრეთვე არიან: ჯენიფერ ლოურენსი, რიზ ვიზერსპუნი, ქეით ბლანშეტი, გალ გაგოტი, ჯულია რობერტსი, მილა კუნისი და მელისა მაკარტნი. ათმა მსახიობმა ჯამურად მთელი წლის განმავლობაში გადასახადების დაბეგვრის გარეშე 186 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 16% აღემატება. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტოპ ათეულს წინ ემა სტოუნი უძღოდა. მისი შემოსავალი ლინოფილმ "ლა-ლა ლენდიდან" 26 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)