10:26 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 13:35:11, 955 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართვლოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა. 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, მერკელს რეგიონალური ტურნე ექნება.

მინისტრის თქმით, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics