23:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 10:49:58, 989 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ივლისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52 %-ით გაიზარდა. ივლისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 75,372 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის ივლისი 49,629 მგზავრი).

რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, ზრდა ამ კუთხითაც ფიქსირდება.  2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 %-ით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310,115  მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 %-ით მეტია. (2017 წლის 7 თვე - 233,261 მგზავრი).

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი მომავალ თვეებშიც პოზიტიურია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics