18:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 17:37:34, 534 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში შეჭრა სცადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლთან ხმაური იყო. ამ დრომდე იქ შეღწევას სცდილობს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი. თუმცა ამის საშუალებს მას სახლთნ გამაგრებული რამდენიმე პირი არ აძლევს. შოშიაშვილი ამბობს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქონება წაართვეს და სანამ   არ დაუბრუნებენ,   ყვარლის სახლში შეღწევის შემთხვევაში, იქედან აღარ გამოვა. მისივე თქმით, გრემის კულტურის სახლი იძულებით შეაძენინეს და  ღირებულზე  ბევრად ძვირი გადაახდევინეს.
"3 წელია ველოდები "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას.მე მოვედი დღეს, რომ დავიკავებ მიშა სააკაშვილის სახლს, მოვედი, რომ გამოვიდეს კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, გამოვიდეს ირმა ნადირაშვილი, ნუ იმალებიან შიგნით. გამცენ პასუხი, წამოვიდნენ გრემის კულტურის სახლში და ნახონ მათი საშუალებით უკანონოდ რა შემასყიდინეს. ამიტომ, ის სააკაშვილის მონები, რომლებიც აქ დგანან კარებთან და სააკაშვილის მონებად არიან ქცეულები, მე მათთან სალაპარაკო არაფერი  მაქვს",-განაცხადა შოშიაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში "ნაციონალური მოძრაობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი იმყოფებიან. ნადირაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის შოუებს დგამს.
"ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინო,  რომელმაც დევნილად აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიმართავს ასეთ გზებს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის და ამ შოუებს დგას იმის ნაცვლად, რომ მიხედოს ეკონომიკას, მათ ყოველთვის უნდათ, რომ გადაიტანონ ყურადღება სანახაობაზე",-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics