01:10 - 16 Jul, 2026
|
2018-07-30 21:02:26, 726 ნახვა
საზოგადოება
მთავარი პროკურორი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან სახალხო დამცველის ოფისში პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა. შალვა თადუმაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოხატა მზადყოფნა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს საქმიანი ურთიერთობა ორ ინსტიტუტს შორის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან სისხლისსამართლის საქმეებს, რომელთა მიმდინარეობაში ომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული. მთავარმა პროკურორმა ისაუბრა ასევე დაზარალებულებსა და პროკურატურას შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. შალვა თადუმაძე და ნინო ლომჯარია შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები პერიოდულად აუცილებლად შედგება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)