19:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 14:11:13, 495 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო სპორტული თევზაობის დანერგვას გეგმავს, პირნციპით "დაიჭირე-გაუშვი"

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სპორტული თევზაობის დანერგვას გეგმავს, პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი".

ამის შესახებ აღნიშნული უწყების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტზე განაცხადა. 

„ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, როგორ შეიძლება სპორტული თევზაობა, პრინციპით დაიჭირე-გაუშვი, იყოს დანერგილი.  მოსალოდნელია , თუნდაც საერთაშორისო დონის ტურნირები გაიმართოს საქართველოში და ეს იქნება დამატებითი შემოსავლები ეკონომიკისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების ქსელის განვითარებისათვის“,- აღნიშნა აგულაშვილმა.

ამასთან, მინისტრი ქვეყანაში ვიზიტორების ზრდას ვარაუდობს.

„მაგალითად, იმის გამო, რომ ყირიმს უკრაინელები, ბელორუსები და ბალტიისპირელები ვეღარ ითვისებენ, თუნდაც, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მხრიდან შეთავაზებები. ჩვენი ქვეყანა, როგორც ტურიზმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, უფრო მეტად საინტერესო უნდა გახდეს. ასევე ვმუშაობთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics